ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2006 წელი ქართულ კულტურაში


მას შემდეგ რაც 2006 წელი დასრულდა და ახალი 2007 წელი დაიწყო, მედიაში მოღვაწე ადამიანებს, ყოველტვის გვიჩნდება სურვილი განვლილი წლის მოვლენები შევაჯამოთ და შევაფასოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვუშვებთ გამონაკლისს და დღევანდელ გადაცემაში ვეცდებით ქართული კულტურის სივრცეში არსებული მოვლენები თუ ტენდენციები გამოვყოთ და ვიმსჯელოთ. თუკი შესაძლებელია, განვიხილოთ რა იყო გასულ 2006 წელს, ქართულ კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ხელოვნებადმცოდნე სოფო კილასონია, გაზეთი “24 საათის” კულტურული მიმოხილველი და პროფესიონალი, რომელიც აქტიური დამკვირვებელი გახლავთ იმ შემოქმედებითი აქციებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. სოფო კილასონია – ალბათ ტანმიმდევრული ვერ ვიქნები, მაგრამ მაინც ვცადოთ ჩამოვთვალოთ ყველა ის მნიშვნელოვანი მოვლენა, როემლიც გასულ წელლს მოხდა. პირველი არის ის, რომ გაიხსნა დიდი ტეატრები, რუსტაველის, მარჯანიშვილის და კინომსახიობტა ტეატრის. ძალიან ამბიციური მოვლენა იყო, კავკასიური ბიენნალეს დეკლარაცია, ეს უფრო ვიზუალურ ხელოვნებას ეხება და ბოლოს, ქალაქის ცენტრში მონუმენტის დადგმა, რომელიც არ არის, მოხლოდ ქალაქის დეკორაცია, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი განაცხადი თანამედროვე კულტურის შექმნაში და კრეატივში. ასევე უნდა გამოიკვეთოს ის, რომ 2006 წელის გახდა ფოლკლორის წახალისების და განვითარების ეტაპი. და არის კიდევ ცალკე დიდი სფერო, კულტურული მემკვიდრეობა და ძეგლთა დაცვა, რომელიც კულტურის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ კულტურის პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად აქცია. ალბათ საინტერესო იქნება ვინ განსაზღვრავს ჩვენს ქვეყანაში კულტურულ ტენდენციებს, რამდენად ხელშეწყობილია დამოუკიდებელი ხელოვანების ინციატივა და რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ხელოვნების, დამოუკიდებელი პროექტების განვითარება. სოფო კილასონია – უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში კულტურულ ტენდენციებს განსაზღვრავს კულტურის მესვეურთა პრიორიტეტები ანუ კულტურის სამინისტროსა და მერიის კულტურის სამსახური. ასე ვთქვათ ესენი არიან ჩვენთან კულტურული მოდის კანონმდებლები. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ რომ საქართველოში დამოუკიდებელი პროექტები სუსტია, ანუ პროექტები რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს გარეშე. ეს მეორე საკითხი თუ კითხვაა, უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო ამგვარი დამოუკიდებელი პროექტების ინიციატორი თუ მხოლოდ დონორი?! ამ შემთხვევაში, კრიტიკოსებისა და საზოგადოების აზრით ქართული სახელმწიფო თანამედროვე ხელოვნების განვითარების პროცესში არა ინიციატორის, არამედ სუსტი დონორის როლში გვევლინება. თუმცა საინტერესო სიხლეები 2007 წელს ამ სფეროშიც გველის.
XS
SM
MD
LG