ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ მალიკიმ ბაღდადის უსაფრთხოების ახალი გეგმა გააცნო საზოგადოებას


ერაყის პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ ბაღდადში უსაფრთხოების გაუმჯობესებისკენ მიმართული ახალი გეგმა გააცნო საზოგადოებას. გეგმა ბაღდადში მოთარეშეთა და რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირების აღმოფხვრას ითვალისწინებს. დღეს, პრემიერ მინისტრმა სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც ერაყის არმიის დაარსების თარიღს მიეძღვნა, განაცხადა, რომ პოლიტიკური თუ რელიგიური კავშირების მიუხედავად, ქვეყნის ძალები მოთარეშეთა დევნას დაიწყებენ. მისი თქმით ერაყის შეიარაღებული ძალები არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას შეუქმნას პრობლემები. მალიკიმ ასევე დასძინა, რომ ამერიკელი სამხედროები ამ ახალი გეგმის განხორციელებას შეუწყობენ ხელს.
XS
SM
MD
LG