ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუსეინის სიკვდილით დასჯისას ფირზე გაკეთებული ჩანაწერისთვის ორ ადამიანს დააკავებენ


ეროვნული უშიშროების საკითხებში ერაყის მთავრობის მრჩეველი აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის დროს ნებართვის გარეშე გადაღებულ ვიდეოფირთან კავშირში სავარაუდოდ მოსალოდნელია კიდევ ორი ადამიანის დაკავება. სახელმწიფო მრჩეველმა მოვაფაკ ალ რუბაიემ ტელეკომპანია სი ენ ენს განუცხადა, რომ მისი რწმენით სადამ ჰუსეინის სიკვდილით დასჯის მომენტში საკანში გარკვეული ადამიანების ჯგუფის ინფილტრაციას ჰქონდა ადგილი.

ცოტა უფრო ადრე ერაყის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა განაცხადა, რომ ადამიანი რომელიც ეჭვმიტანილი იყო ჰუსეინის სიკვდილით დასჯის ფირზე აღბეჭდვისთვის, დაკავებული იყო და მას დაკითხვას უტარებდნენ. ჯერჯერობით არ ცხადდება ამ პირის ვინაობა.

ვიდეო ფირზე, შეგახსენებთ, რომ დაფიქსირებულია თუ როგორ დასცინიან ჰუსეინს სიკვდილის წინ. ამ ფაქტის შემდეგ, ძალადობის შემთხვევები ერაყში კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს, ბაღდადში, ერაყის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ორი ნაღმის აფეთქების შედეგად, დაახლოებით 13 ადამიაი დაიღუპა. დაიჭრა ოცზე მეტი.

XS
SM
MD
LG