ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორჰან პამუკი – 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი


შვედეთში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა: თეთრი ღამეები ზაფხულში და ნობელის კვირეული ზამთარში. ყოველი წლის 10 დეკემბერს, შვედეთის დედაქალაქში ნობელის პრემიით დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონიალი იმართება. ეს პრემია ჯერ კიდევ რჩება ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოთ, მის ისტორიაში მხოლოდ ორჯერ მოხდა განსხვავებული მოვლენა. საუკუნის მანძილზე პრიზის მიღებაზე უარი მხოლოდ ორჯერ თქვეს: 1964 წელს ეს იყო ჟან პოლ სარტრმა (ლიტერატურა), რომელიც ზოგადად ოფიციალურ ჯილდოებს გმობდა, და 1978 წელს მშვიდობის დარგში გამარჯვებულმა ლე დუს თომ, რომელსაც ვიეტნამში სიტუაციის მოწესრიგებისთვის აჯილდოვებდნენ, უარი თქვა სწორედ ვიეტნამში არსებული სიტუაციის გამო. წლევნადელ წელს, შეიძლება ითქვას, ნობელის კვირეული ამერიკელების გამარჯვებით დასრულდა, მშვიდობისა და ლიტერატურის გარდა, დანარჩენ ოთხ დარგში (ფიზიკა, ქიმია, მედიცინა/ფიზიოლოგია და ეკონომიკა) სწორედ შეერთებულმა შტატებმა ისახელა თავი. ნობელის პრემიამ ცხადყო, რომ ლიტერატურა პოლიტიკურ ძლიერებას ენაცვლება. ასეა თუ ისე, 99 ნობელიანტი მწერლის 70-მა პროცენტმა ლექციის ტრიბუნა დამნაშავეთა მხილებისთვის და პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა. ასე იყო შარშანაც, როცა ბრიტანელმა ჰაროლდ პინტერმა პოლიციას, ინფანტილურობაში ბრალდებული ტონი ბლერის მისამართი აუწყა. შეუძლოდ მყოფი ნობელიანტი ცერემონიალს არ დასწრებია, სამაგიეროდ ტრადიციული ალტერნატივა გამოიყენა და ვიდეო ჩანაწერი გაუგზავნა შვედურ აკადემიას. წელს ლიტერატურას ახალი გმირი ყავს _ 48 წლის პირველი თურქი ნობელიანტი აცხადებს, რომ ეს პრემია მის ცხოვრებას არ შეცვლის, შეცვლის მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას.

ფისტიფერი სტამბოლის მკვიდრი და 5-ზე მეტი ბესთსელერის შემქმნელი რჩება იმ სკანდალური განცხადების ავტორად, რითაც მსოფლიოს ყურადღება მიიქცია: თურქეთმა სამასი ათას ქურთს და ერთ მილიონ სომეხს გენოციდი მოუწყო და ჩემს ქვეყანას ამის აღიარება არ სურს. ეს სიტყვები ორჰამ პამუკს ეკუთვნის. წელს პირველად ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიას, ქართველი წარმომადგენელი, ჟურნალ ანაბეჭდის ავტორი, ახალგაზრდა მწერალი ნესტან კვინიკაძე ესწრებოდა. რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

ნესტან კვინიკაძე – პირველი თურქი მწერალია, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია. უნდა გამოვყო, რომ დანარჩენი ნობელიანტებისგან განსხვავებით, ორჰამ პამუკმა მაშინვე განაცხადა რომ ის თავს არიდებს პოლიტიკაზე საუბარს. ლექცია შედგა ძალიან პომპეზურ დარბაზში, მე მოვხვდი რიგში სადაც თურქები ისხდნენ, რომელთაც მისი გამოჩენისთანავე ცრემლები გადმოუვარდათ. მართლაც მთელი დამსწრე საზოგადოება, მისგან ელოდა პოლიტიკურ განცხადებას, შესაძლებელია მისი ცნობილი გამონათქვამიდან გამომდიანარე, მაგრამ ვფიქრობ რომ მისი გენიალურობა, სწორედ აქ გამოჩნდა, რომ შემქომედი და მწერალი არასდროს უნდა იყოს წინასწარ პროგნოზირებადი.

- 21-ე საუკუნის გენიალურ მწერლის, ორჰამ პამუკის ლექცია ჟურნალ „ანაბეჭდის“ უკანასკნელ ნომერშია დაბეჭდილი. ახლა კი პატარა ციტატა მისი პრესკონფერენციიდან: `როცა თბილისის ციხესიმაგრეში თოვლი მოდის, ქალები, რომლებიც სარეცხს რეცხავენ, ყვავილების შესახებ მღერიან, ბავშვები კი ბალიშის ქვეშ ზაფხულისთვის ნაყინს ინახავენ.~ ეს სიტყვები პამუკის ერთერთი ყველაზე პოპულარული წიგნიდან არის - „მე მქვია წითელი“. ნესტან კვინიკაძის კითხვაზე, თუ რისი ნაწილია თურქი მწერლისათვის ქართული კულტურა, მან ასეთი პასუხი გასცა: - „მე სტამბოლში ვცხოვრობ, საქართველო კუთხეშია, ქართულ-თურქული ურთიერთობა ძალიან ახლო და ინტენსიურია... ის არც არსებობს ერთმანეთის გარეშე. და ამიტომაც ხშირად ვახსენებ საქართველოს."

XS
SM
MD
LG