ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ოპერაციებს გააგრძელებს ავღანეთში


თალიბთა და ალ-ყაიდას მოთარეშეების აქტიურობის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ოპერაციებს გააგრძელებს ავღანეთში. ამ ფონზე, ალიანსის წევრებს არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ თუ სად და როგორ უნდა მოხდეს იქ ნატოს ჯარების დისლოცირება.

დღეს, რიგაში ნატოს ორ დღიანი უმაღლესი დონის შეხვედრის დასრულების შემდეგ ალიანსმა გაავრცელა განცხადება, სადაც 26 წევრი ქვეყანა ავღანეთში დისლოცირებული ნატოს ძლების წარმატებისთვის დამატებითი შენაერთების, რესურსებისა და სხვა საჭირო პირობების შექმნის პირობას სდებს.

ამას გარდა, ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰუპ სხეფერი აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანამ გააუქმა აკრძალვა მუსლიმანურ ქვეყანაში სამხედრო ძალების განლაგების შესახებ. საგანგებო მდგომარეობის დროს, ბევრი ქვეყანა, შეთანხმების მიხედვით, საკუთარ ძალებს განალაგებს ავღანეთის სამხრეთში.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და იტალიამ კი უარი განაცხადეს ჯარები გაგზავნონ სამხრეთის რეგიონებში, სადაც თალიბთა თავდასხმები განსაკუთრებით ხშირია.

XS
SM
MD
LG