ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს კონგრესის შუალედურ არჩევნებში


დემოკრატებმა ხელთ იგდეს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი, რაც პირველი შემთხვევაა 1994 წლის შემდეგ.

დემოკრატებს თავიდიანვე იმის იმედი ჰქონდათ რომ შუალედური არჩევნები კონგრესში ფაქტობრივად რეფერენდუმი გახდებოდა ერაყის ომის საკითხზე, რაც უდაოდ გამართლდა.

ესოშიეითიდ პრესის (The Associated Press) მიერ ჩატარებული ეგზიტ-პოლის თანახმად ათიდან ექვსი ამომრჩეველი უკმაყოფილოა იმით თუ რა მდგომარეობაა ერაყის ომთან მიმართებაში და როგორ ართმევს თავს პრეზიდენტი ბუში თავის მოვალეობებს.

გამოკითხულთა 75 % მიაჩნია რომ ბოლო დროს კონგრესში აგორებული სკანდალები ზემოქმედებას ახდენს არჩევნების მსველელობაზე.

კალიფორნიელი დემოკრატი ნენსი პელოსი ალბათ წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი სპიკერი იქნება :

“ამ არჩევნებში ამერიკელმა ხალხმა აშკარად დაგვანახა ის რომ ყველზე მეტად დღეს გვჭირდება ახალი მიდგომის შემუშავება ერაყის ომის საკითხში.”

განაცხადა ქალბატონმა პელოსიმ.

დემოკრატებმა სენატშიც მიაღწიეს წარმატებებს. მათ მოიპოვეს ოჰაიოს, პენსილვანიისა და როუდ აილენდის წარმომაგენელთა დგილები. ამას გარდა წარმატებები მიღწეულია გუბერნატორის არჩევნებშიც: მასაჩუსეტში, ნიუიორკში, ოჰაიოში და კოლორადოში.

წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის სტატუსის მოპოვება დემოკრატების მიერ არ გამორიცხავს იმას რომ შესაძლებელი გახდეს მოკვლევის ჩატარება ბუშის ადმინისტრაციის საქმიანობის ირგვლივ ერაყის ომის ჩათვლით. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში ჯორჯ თაუნის უნივერსიტეტის პოლიტიკურმა ექსპერტმა სტივენ ვეინმა:

არ არის გამორიცხული ის რომ დემოკრატები წამოიწყებენ ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საქმიანობის გამოძიებას, ასე რომ დემოკრატები მომავალი ორი წლის განმავლობაში ალბათ აქტიურად შეუდგებიან ამ გამოძიებას .

აღსანიშნავია რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტია რომელიც თეთრ სახლს აკონტროლებს მეორე ვადით პრეზიდენტის არჩევიდან მეექვსე წელს საშუალოდ 31 ადგილს წარმომადგენელთა პალატაში , ხოლო სენატში კი 6 ადგილს კარგავს.

XS
SM
MD
LG