ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები ტარდება


ამ არჩევნებმა უნდა გამოავლინოს ის თუ რომელი პარტია მიაღწევს კონგრესის გაკონტროლებისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობას.

წინასწარი გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა შორის დემოკრატები დიდ უპირატესობას ფლობენ. თუმცა უახლესი მონაცემებით, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დისტანცია საგრძნობლად შემცირდა.

დღეს ქვეყნის 36-ტი შტატის გუბერნატორებსაც ირჩევენ. საარჩევნო ბიულეტენებში აბორტის, ცალსქესა ქორწინებებისა და ღეროვანი უჯრედების შესწავლისადმი ამომრჩევლის დამოკიდებულების გამოსარკვევი კითხვებიცაა შეტანილი.

პრეზიდენტი ბუში ხმის მისაცემად ტეხასის შტატში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG