ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პოლიციამ ტერაქტის განხორციელების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამი კაცი დააკავა


პაკისტანის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სარაკეტო დანადგარის მეშვეობით, ტერაქტის განხორციელების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამი კაცი დააკავეს.

პოლიციის მაღალჩინოსნის სიკანდარ ჰაიატის თქმით, ინფორმაცია მათ ალ-ყაიდას დაკავებული წევრებისაგან მოიპოვეს.

“ჩვენ უფრო ადრე რვა კაცი დავაკავეთ და მათგან მოპოვებული ინფორმაციის მესვეობით დღეს კიდევ სამი დავაპატიმრეთ. ჩვენი რწმენით სწორედ ეს სამნი არიან ტერაქტების მთავარი ორგანიზატორები”.

ამ ინფორმაციის თანახმად, დღეს დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის გადამდგარი ბრიგადის გენერლის შვილიცაა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ისლამაბადში განხორციელებულ რამდენიმე აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის სახლის შორი-ახლოს მოხდა, პოლიციას უვე დაკავებული ჰყავდა რვა ეჭმიტანილი.

დღეს დაკავებულებს კი ბრალი ედებათ, დისტანციური მართვის მოწყობილობის მეშვეობით, დედაქალაქის ცენტრში, პარლამენტისა და სამხედრო დაზვერვის შენობებისათვის რაკეტების დაშენის მცდელობაში.

XS
SM
MD
LG