ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსიკოსი იოიო მა აბრეშუმის გზის მუსიკალურ პროექტს ხელმძღვანელობს


აბრეშუმის გზის ისტორიამ და ტრადიციებმა მრავალ წამოწყებას მისცა დასაბამი. ამავე სახელწოდების ანსამბლი ცნობილი ჩელისტის იო იო მას ხელმძღვანელობით კონცერტებს მართავს ნიუ იორკში, სადაც საზოგადოების წინაშე ეს მუსიკალური კოლექტივი რუბინის სამუზეუმო პროგრამის ფარგლებში წარსდგება. აბრეშუმის გზის პ

როექტი იოიო მა-მ 1998 წელს დაარსა. მისი, და ჯგუფის შემოქმედება აქ შთაგონებულია უძველესი სავაჭრო გზის გასწვრივ მდებარე ქვეყნების კულტურისა და ისტორიის ტრადიციებით. იოიო მას განცხადებით- 'რუბინის მუზეუმთან თანამშრომლობა, სადაც ჰიმალაის რეგონის ფოლკლორული ნიმუშები და სახვითი ხელოვნების პროდუქციაა წარმოდგენილი- საუკეთესო საშუალებას ჰქმნის უძვლესი სავაჭრო გზის ეპოქის გასაცოცხლებლად.

XS
SM
MD
LG