ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის არმია ღაზას სექტორის სიღრმისაკენ მიიწევს


პალესტინელების განცხადებით, ისრაელის ტანკები და ჯარი ღაზას სექტორის სიღრმისაკენ მიიწევს. ებრაელებმა ღაზას სექტორში უკვე ორი ჰამასის მებრძოლი მოკლეს.

ამ ინფორმაციის თანახმად ისრაელის ჯარი ღაზას სექტორის ეგვიპტის საზღვართან მდებარე დაბა რაფაჰში, ბულდოზერების მეშვეპბით მიწაყრილებს აკეთებს.

ისრაელი აცხადებს, რომ ამ ქმედებით ეგვიპტიდან ღაზაში იარაღის შემოდინების აღკვეთას ლამობს. ისრაელის ჯარის პრესმდივანი, მაიორი ავიტალ ლეიბოვიჩი ამბობს, რომ ისრაელელებმა ეგვიპტიდან ღაზას ტერიტორიამდე გათხრილი ორი გვირაბი აღმოაჩინეს:

“საერთო ჯამში ჯერ-ჯერობით 15 გვირაბი აღმოვაჩინეთ. რაც ნამდვილად ძალზე დიდი რიცხვია. წარმოიდგინეთ რა რაოდენობით იარაღი შემოჰქონდათ ამ გზებით”.

XS
SM
MD
LG