ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ ყანდაარში აფეთქების შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა


ავღანეთში კერძოდ ქალაქ ყანდაარში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 7 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ადგილობრივ ძალოვანთა განცხადების თანახმად აფეთქებას ადგილი ჰქონდა ნატოს ავტოკოლონის შორიახლოს.

დაიჭრა ნატოს ორი ჯარისკაცი და რამოდენიმე სამოქალაქო პირი. ტერაქტს ადგილი ჰქონდა დღეს დილით ყანდაარსა და ქაბულს შორის გამავლ მთავარ საგზაო მაგისტრალზე.

ავღანეთის სამთავრობო ძალებმა ნატოს ძალებთან ერთად საბრძოლო ოპერაცია ჩაატარეს ავღანეთის სამხრეთში. მოკლულია თალიბთა ოცი მოთარეშე.

ნატოს ძალების პრესცენტრის განცხადების თანახმად შეტაკებას ადგილი ჰქონდა თალიბთა სამოც მოთარეშესა და ნატოსა და ავღანეთის ძალებს შორის.

ამ ფონზე ქალაქ ხოსტის შორიახლოს, ამერიკული პატრულის დისლოცირების რაიონში ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმი იქნა დეტონირებული. არავინ დაშავებულა.

XS
SM
MD
LG