ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები მსჯელობენ იმაზე თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს კოსოვოს სტატუსის შეცვლამ სეპარატისტულ რეჟიმებს


თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აფხაზეთსა და ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთში რუსი მშვიდობისმყოფელთა ყოფნა.

საქართველოს მთავრობა აცხადებს რომ ისინი სეპარატისტებს უწყობენ ხელს, რასაც კრემლი უარყოფს.

მიხეილ სააკაშვილმა უკვე არაერთხელ განაცხადა რომ რუსი მშვიდობიმყოფელები უნდა შეიცვალოს საერთაშორისო კონტიგენტით.

საერთაშორისო საზოგადოება ჯერაც უპასუხოდ ტოვებს ამ მოთხოვნას.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრობლემა და მათი დამოუკიდებლობის საკითხი კოსოვოს სტატუსის საკითხთან დააკავშიროს, რომელსაც დღესდღეობით ადმინისტრირებას გაეროს უწევს.

აი რა გვითხრა ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის რუსეთის საკითხების ექსპერტმა რობერტ ლეგვოლდმა:

“შეიძლება ითქვას რომ ამ კრიზისში ეს ყველაზე უფრო საშიში თამაშია,რადგანაც ამ წლის მიწურულისათვის გაერომ შეიძლება მიიღოს რეზოლუცია კოსოვოს დამოუკიდებლობაზე. პუტინი კი აცხადებს რომ თუ ეს რეზოლუცია დამტკიცდა, ამან შეიძლება შეცვალოს იურიდიული საფუძველი იმისა თუ როგორ მიუდგება რუსეთი სეპარატისტულ რეჟიმებს.

აქ მოიზრება არამარტო აფხაზეთი და ეგრედ წოდებული სამხრეთ ოსეთი არაამედ, მოლდოვის დნესტრისპირეთიც. ივლისში აშშ-ში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კერძო შეხვედრებში არაერთხელ გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს კოსოვოს დამოუკიდებლობის პრეცედენტი იმისათვის რომ სცნონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.”

ექსპერტებს მიაჩნიათ რომ კოსოვოს მაგალითიდან გამომდინარე დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსეთში შემავალი ჩეჩნეთიც შეიძლება გამოვიდეს. აი რა მოსაზრება გამოთქვა ჩვენთან საუბარში რენდის კორპოორაციის თანამშრომელმა ოლგა ოლიკერმა:

“ის ფაქტი რომ ესა თუ ის ეთნიკური ჯგუფი განსახლებულია ამა თუ იმ ტერიტორიაზე სულაც არ ნიშნავს იმას რომ მათი განსახლების ადგილი საზღვრით უნდა იყოს გამოყოფილი. ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ერაყის, ირანის, თურქეთისა და სირიის ტერიტორიებზე განლაგებულ ქურთთა რეგიონებს. ჩემის აზრით არსებობს განსაზღვრული პოლიტიკური მიზეზები იმისა თუ რატომ არ მიენიჭა ამ რეგიონებს დამოუკიდებლობა. ჩემის აზრით არ არის გამართლებული ამ რეგიონების დამოუკიდებლობა.”

XS
SM
MD
LG