ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სენატორები  უკმაყოფილებას გამოთქვავენ იმის თაობაზე თუ როგორ ართმევს თავს ერაყის მთავრობა მის მოვალეობებს


სენატორები ერაყში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდნენ და ადგილზე იხილეს ის თუ რამდგომარეობაა იქ შექმნილი. მათი აზრით ერაყის მთავრობა ძალზე ნელი ტემპებით დგამს ნაბიჯებს, რათა მიღწეულ იქნას პოლიიკური კომპრომისი, წერტილი დაესვას ძალმომრეობას და ნორმალური ცხოვრება აღდგეს ერაყელი ხალხისათვის. ყველაზე უფრო პესიმისტური შეფასება ამ სიტუაციას რესპუბლიკელმა სენატორმა ვირჯინიიდან ჯონ უორნერმა მისცა:

-”ერთი სიტყვით მდგომარეობა სულაც არ ვითარდება ერაყში სასურველი მიმართულებით.”

როგორც მან თქვა თუ ამ წლის მიწურულამდე არ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ერაყში სისხლისღვრის შესაჩერებლად აშშ-ის კონგრესს მოუწევს მისი თქმით სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.

დემოკრატ სენატორს მიჩიგანიდან კარლ ლევინს მიაჩნია, რომ ბუშის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს ერაყიდან ამერიკული ჯარის ეტაპობრივი გაყვანის განრიგი, რათა როგორც მან თაქვა, ერაყელებმა ერთხელ და სამუდამოდ შეიგნონ, რომ პირადად მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა საკუთარ სამშობლოში სიტუაციის შეცვლის საქმეში.

-”სანამ ისინი ვერ შეიგნებენ, რომ საჭიროა პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლა ამერიკული ჯარი ისევ რთულ მდგომარეობაშ იქნება ერაყში.”

სენატორი უორნერი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას:

-”ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევინარჩუნოთ ერაყის აწმყო მთავრობის სტაბილური სტატუსი და პრაქტიკულად უნდა ვაღიაროთ ის, რომ ერაყი სუვერენული სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე ერაყის მთავრობა იძულებული შეიქმნება უფრო აქტიურად ჩაებას პროცესებში და მიიღოს გადაწყვეტილებები. ერაყის აწყმყო მთავრობა, რომ დაემხოს ერაყი სამოქალაქო ომმა რომ მოიცვას კატასტროფიული სიტუაცია შეიქმნება არა მარტო ერაყელი ხალხისათვის ან იმ რეგიონისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, რადგანაც ტერორისტებისათვის ეს სიტუაცია გამარჯვების ტოლფასი იქნება”.

სენატორები მაღალ შეფასებას აძლევენ ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური ალ მალიკის გეგმას, რომლის თანახმად მეტოქე სუნიტთა და შიიტთა წარმომადგენლები უნდა შეიყვანონ მთავრობაში, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეწყდეს სისხლისღვრა.


XS
SM
MD
LG