ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონდოლიზა რაისი ისრაელსა და პალესტინაში მოგზაურობს


აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი დღეს ისრაელსა და პალესტინაში მოგზაურობს. მისი შეხვედრები უმაღლეს დონეზე მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლებას. აი რა განუცხადა კონდოლიზა რაისმა ქაიროში დღეს გამართული შეხვედრების შემდეგ ეგვიპტელ და სხვა არაბ ოფიციალურ პირებს: “ იმედი მაქვს, რომ ბატონმა აბასმა იცის, თუ რა პატივს სცემს მას აქ შეკრებილი საზოგადოება, და რომ ზოგადად ძალიან დიდი სურვილი არსებობს იმისა, რომ მას დავეხმაროთ პალესტინელი ხალხის საკეთილდღეოდ.” რამალაში რაისი პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება, შემდეგ კი იერუსალიმში გამართულ მიღებაზე იგი ისრაელის პრემიერ მინისტრს ეჰუდ ოლმერტს ეწვევა. ხვალ, ქალბატონ რაისს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი წიფი ლივნი უმასპინძლებს. კონდოლიზა რაისის განცხადებით, იგი დეტალურად სწავლობს იმას, თუ რა გზებით არის შესაძლებელი პალესტინის ავტონომიის ლიდერის და მისი პოლიტიკური დაჯგუფება ფატას დახმარება.
XS
SM
MD
LG