ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანოვი ნატოს წევრებს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზოგიერთ ქვეყანას საქართველოსთვის საბჭოური წარმოების იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებს. ეს კომენტარები ივანოვმა სლოვენიაში გამართულ ნატოს 26 წევრი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრაზე გააკეთა. ივანოვს დღეს ეს ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ იგულისხმება წარსულში კომუნისტური ბლოკის სახელმწიფოები, რომლებიც რომლებიც ნატოს 2004 წელს შეუერთდნენ. ამ ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მხარეებს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG