ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ისრაელის ავიაციამ დარტყმა მიიტანა ღაზის სექტორში განლაგებულ სამიზნე ობიექტზე


ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დარტყმა მიიტანეს დაბა რაფაზე, რომელიც ცნობილია როგორც ეგვიპტიდან ღაზისკენ იარაღის კონტრაბანდის ერთ-ერთი პუნქტი. ისრაელის არმია აცხადებს, რომ სამიზნე იყო ერთ-ერთი შენობა, რომლის ქვეშ გადიოდა საიდუმლო გვირაბი ეგვიპტის საზღვრის რაიონში. ამ გვირაბს პალესტინელი მოთარეშეები იარაღის კონტრაბანდისათვის იყენებდნენ. საჰაერო რეიდის დაწყებამდე სამოქლაქო მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით ისრაელის არმიის სარდლობამ შენობაში მცხოვრებთ მოუწოდა სასწრაფოდ დაეტოვებინათ შენობა. მიუხედავად ამისა დაიღუპა თოთხმეტი წლის პალესტინელი მოზარდი. ისრაელის შეიარაღებული ძალების სარდლობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ოპერაცია ნაწილია ტერორიზმის წინააღმდეგ ომისა. მომხდართან დაკავშირებით ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა მარკ რეგევმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

-”ღაზიდან ისრაელის მიმართ ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის შემთხვევაში ისრაელის საზოგადოება მთავრობას სთხოვს ისრაელის მოქალაქეების დაცვას, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ. “

ისრაელი თითქმის ყოველ დღე ახორციელებს რეიდებს ღაზის სექტორში, რათა ჰამასმა გაათავისუფლოს ებრალი ჯარისკაცი, რომელიც სამი თვის წინ გაიტაცეს მოთარეშეებმა. დიდი ხმაური გამოიწვია რეიდმა, რომელიც ამ ჯარისკაცის გატაცებიდან სულ მოკლე ხანში განხორციელდა. დაიბომბა ელექტროსადგური, რომლის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება მთლიანად შეუწყდა ღაზის სექტორის თითქმის მილიონ ნახევრიან მოსახლეობას. დღეს ისრაელის ადამიანის უფლებათა ქომაგთა ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ეს რეიდი როგორც ომის ბოროტმოქმედება ისეა დახასიათებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაბომბვის შედეგად უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა ღაზის სექტორის საავადმყოფოები, შეწყდა საკვები პროდუქტების მიწოდება და სერიოზულად დაზიანდა სასმელი წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემა. ადამიანის უფლებების დაცვის ისრაელის ერთ-ერთმა აქტივისტმა ანატ ჰოროვიცმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

-”მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა და სამოქალაქო ობიექტებზე სამხედრო დარტყმის მიტანა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს წარმოადგენს, სადაც არ უნდა ხდებოდეს იგი. “

ადამიანის უფლებათა დაცვის ეს ჯგუფი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ ელექტროსადგურზე განხორციელებული ეს დსარტყმა მოტივირებული იყო მხოლოდ და მხოლოდ შურისძიებით გატაცებული ჯარისკაცისათვის რასაც კრძალავს საერთაშორისო სამართალი.

XS
SM
MD
LG