თურქეთის ხელისუფლების განცხადებით ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში ბომბის აფეთქების შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი დაიღუპა.
თურქეთის ხელისუფლების ვერსიით აფეთქება შესაძლოა ბომბის ტრანსპორტირების დროს შემთხვევით მოხდა.
ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი ვინ იდგა ამ აფეთქების უკან, თუმცა ეს რაიონი ქურთი მეამბოხეების აქტიურობით გამოირჩევა, რომლებიც 1984 წლიდან ავტონომიისთვის იბრძვიან .