ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენური თერაპია სიმსივნის განკურნვას უწყობს ხელს


კანის სიმსივნით დაავადებულ 53 წლის მარკს ექიმებმა განუცხადეს, რომ მას მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლეღა დარჩა.

“სიმსივნე უკვე მთელს სხეულზე მქონდა მოდებული. კიბო მარცხენა იღლიის ქვეშ გამიჩნდა და მეტასტაზამ შემდეგ ღვიძლიც კი ჩაითრია.” ამბობს მარკი.

დღეს კი გენური თერაპიის წყალობით მარკი სრულიად გამოჯანმრთელდა.

“მათ ჩემი კიბო მოსპეს. მკურნალობამ წარმატებულად ჩაიარა.” გვითხრა მარკმა.

ვაშინგტონის ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის მკვლევარები აცხადებენ, რომ გენური თერაპიის მეშვეობით მათ უკვე ორი პაციენტი განკურნეს წარმატებით.

“ჩვენ პირველად ვაცხადებთ, რომ იმუნურ სისტემაში უჯრედების გენეტიკური ცვალებადობის გამოწვევა გვძალუძს. ჩვენ ნორმალურ უჯრედს ისეთად გარდავქმნით, რომელსაც კიბოზე შეტევის მიტანა და მისი განადგურება ძალუძს”. ამბობს ცენტრის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი სტივენ როზენბერგი.

პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დროს იკავებს.

“ჩვენ მკურნალობის პროცესში პაციენტის იმუნური სისტემის უჯრედს ვრთავთ. სისხლის თეთრ უჯრედებს ანუ ლიმფოციტებს ახალი გენეტიკური მასალის დამატებით გარდავქმნით. ამ გარდაქმნის შედეგად უჯრედები კიბოს აღმოჩენისა და განადგურების უნარს იძენენ.” ამბობს დოქტორი როზენბერგი.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ინტერნეტ ჟურნალში გამოქვეყნდა. მკურნალობა კიდევ 15 პაციენტს ჩაუტარდა, მაგრამ მათი ჯანმრთელობა არ გამოკეთებულა. თუმცა არც უკურეაქციაც გამოუწვევია.

ბევრი ონკოლოგი კვლევის შედეგებს რევოლუციურად მიიჩნევს. კვლევამ პირველად დაამტკიცა, რომ გენურ თერაპიას ფატალური სტადიის სიმსივნესთან გამკლავებაც კი ძალუძს.

“ჩვენ საბოლოოდ დავამტკიცეთ ის, რომ შეგვიძლია უჯრედის ისეთად გარდაქმნა, რომ მან შესძლოს სხავდასხვა სახის მაგალითად მკერდის, პანკრეასის, პროსტატისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეების აღმოჩენა. თუმცა ჯერ-ჯერობიტ ასეთი სიმსივნეების მკურნალობის ცდა არ ჩაგვიტარებია.” ამატებს დოქტორი როზენბერგი.

მკვლევარებს ასეთი ცდების ჩასატარებლად ნებართვა ესაჭიროებათ.

რომლის მიღების შემდეგაც, დოქტორ როზენბერგს ცდის დაწყება მიმდინარე წლის მიწურულისთვის აქვს დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG