ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეჰუდ ოლმერტი უარს აცხადებს სირიასთან მოლაპარაკების განახლებაზე


ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი უარს აცხადებს სირიასთან მოლაპარაკების განახლებაზე სანამ ოფიციალური დამასკო ტერორისტული ჯგუფებისადმი დახმარებას არ შეწყვეტს.

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოლმერტმა ხაზგასმით აღნიშნა რომ აზრი არ ააქვს სისრიასთან მოლაპარაკებას, სანამ იგი ჰეზბოლას აწვდის რაკეტებს, რომლებსაც იგი ისრაელს უშენს.

ეს განცხადება ოლმერტმა ისრაელის ჩრდილოეთში ყოფნისას გააკეთა სადაც მან დაათვალიერა ჰეზბოლასთან კონფლიქტისაგან მიყენებული ზარალის მასშტაბები.

დღესვე ისრაელის პრემიერ მინისტრის მოადგილემ შიმონ პერესმა განაცხადა რომ ჯერჯერობით მართებული არ არის სირიასთან სამშვიდობო მოლაპრაკების განახლება.

როგორც მან აღნიშნა დღეს ისრაელს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს გადასაჭრელი ლიბანსა და პალეტსინის ტერიტორიებზე და უბრალოდ არ შესწევს იმის უნარი რომ ერთდროულად მოაგვაროს მრავალი პრობლემა.

სულ ახლახანს ისრაელის სამთავრობო კაბინეტის წევრმა ავი დიჩერმა გამოთქვა მოსაზრება რომ ისრაელმა სირიას უნდა დაუბრუნოს გოლანის მთები სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG