ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქორწინო ცერემონიალი შეერთებულ შტატებში


მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საქორწინო ცერემონიალისთვის მზადება ბევრი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. ამ მხრივ არც შეერთებული შტატებია გამონაკლისი.

საქორწინო ცერემონიალის პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაციის მოანცემებით ყოველ წელს შეერთებულ შტატებში ორი მილიონი საქორწინო ცერემონიალი ტარდება და ამისთვის რვა ათასი მილიონი დოლარი იხარჯება.ამ თანხაში თაფლობის თვის ხარჯები არ შედის. ცერემონიალი სხვადასხვა ზომისაა: დიდი, გრადნდიოზული, ბევრი სტუმრებით ან მცირერიცხოვანი, მხოლოდ ოჯახის წევრებითა და ახლობელი ადამინების გარემოცვაში. არიან გამონაკლისებიც რომლებიც ჯერ ქორწინდებიან და შემდეგ აცხადებენ ამ საბედნიერო ამბის შესახებ.

და ბოლოს- დღესდღეობით შეერთებულ შტატებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ისეთი ცერემონიალი როდესაც ნეფე-პატარძალი მცირერიცხოვანი სტუმართა ჯგუფით მიემგზავრება თაფლობის თვისთვის დანიშნულ ადგილას და იქ ატარებენ ქორწილს. როგორც იტყვიან ორ კურდღელს ერთად იჭერენ. ასეთი ცერემონიალი მხოლოდ სამი-ოთხი დღე გრძლედება.

ძალიან ხშირად წყვილი ცერემონიალის ორგანიზირებისთვის საქორწილო ცერემონიალის პროფესიონალს ქირაობენ. მისი მოვალეობაა საქორწილო ტანსაცმლის არჩევა არა მარტო ნეფე-დედოფლისთვის არამედ მათი ხელისმომკიდეებისთვისაც. ტრადიციულად ნეფეს შავი სმოკინგი თეთრი პერანგით,ხოლო დედოფალს თეთრი საქორწილო კაბა აცვია და პირბადე უკეთია. დედოფალს კარგი ბედ-იღბალისთვის რაიმე ძველი, რაიმე, ახალი, რაიმე ნათხოვარი და რაიმე ლურჯი ფერის უნდა ეცვას ან ეკეთოს.

ცერემონიალისთვის საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტი სხვადასხვა დეტალებს ადევნებს თვალყურს; სტუმრების განაწილებას, ვინ სად დაჯდება, რა სახის კერძებს მიართმევენ მათ, რა სტილის მუსიკა დაუკრავს, , ყვავილების დეკორაცია და სხვა მრავალი.

ქორწილის ადგილს უმეტეს შემთხვევაში თვით ნეფე-პატარძალი ირჩევს. ხშირად წყვილს ცერემონიალი სწორედ იქ უნდა ჩატარდეს სადაც პირველად ჰქონდათ პაემანი ან პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ტრადიციულად შეერთებულ შტატებში მიღებულია რომ ქორწილს დედოფლის მშობლები იხდიან, მაგრამ დღესდღეობით ამერიკელები გვიან ქორწინდებიან: წყვილს დამოუკებლად შეუძლია თავი გაართვას ქორწილის ცერემონილათან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც ალბათ დიდი შეღავათია დედოფლის ოჯახისთვის.

საქორწილო ცერემონიალი ასევე განსხვავდება წყვილის რელიგიური მრწამსის მიხედვითაც; ზოგი ქორწილს რელიგიურ ელფერს აძლევს, ზოგი უბრალოდ მმაჩის ბიუროში აწერს ხელს, და ზოგიც კი ორივეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ქორწილის დაგეგმვაში დიდ როლს ასრულებს ინტერნეტი. მაგალითად შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს წყვილის მიერ წინასწარ შედგენილი საოჯახო საჩუქრების სია, რომლებსაც ისინი საქორწილო ცერემონიალზე მიიღებენ და ამ საჩუქრების რეგისტრაცია მათ ინტერნეტზე განთავსებული ამა-თუ-იმ მაღაზიის ვებ-გვერდზე შეუძლიათ. ასე რომ ყველა სტუმარს წყვილისთვის სასურველი საჩუქრის ინტერნეტით არა მარტო შეკვეთა არამედ ფოსტით გაგზავნაც კი შეუძლია.

საქორწილო ცერემონიალისთვის მომზადება შრომატევადი პროცესია და იგი დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ ქორწილი რამდენიმე დღეში მთავრდება და მასთან დაკავშირებული ემოციები ასევე მალე ხუნდება. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის რომ ნეფე-პატარძლის სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG