ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით თათბირობენ.


ევროკავშირის 25-თი ქვყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით დღეს ბრიუსელში შეიკრიბნენ. მინისტრები ჰეზბოლასა და ისრაელს შორის მიმდინარე ბრძოლის ცეცხლის შეწყვეტისაკენ მიმართული ერთობლივი დოკუმენტის შექმნას განიხილავენ.ევროკავშირის ახლანდელი დროებითი პრეზიდენტობის მქონე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოოიამ განაცხადა, რომ ჰეზბოლას წინაარმდეგ შეტევითი ოპერაციის გაფართოებას, რეგიონში მხოლოდ ამ შეიარაღებული დაჯგუფებისადმი მხარდაჭერის გაზრდა და ექსტრემიზმის გაძლიერება შეიძლება მოჰყვეს თან.

შეხვედრაზე საფრანგეთმა დაუყონებლივი და უპირობო ცეცხლის სეწყვეტა მოითხოვა. ბრიტანეტი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა და ლიბანში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის შეყვანას დაუჭირა მხარი.

დღეს დილით კი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოტაკიმ, რომელიც ბეირუთში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, ლიბანში ბრძოლის შეწყვეტის უუნარობის გამო გაეროს უშიშროების საბჭო გააკრიტიკა.

XS
SM
MD
LG