ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარე ცეცლის შეტყვეტის პირობებზე იმუშავებენ


თუმცა მათ ჯერჯერობით არ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც ძალადობის შეწყვეტას მოიტანს თან. მაღალი რანგის დიპლომატები, რომელთა შორის არის ამერიკის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი, დღეს რომში შეიკრიბნენ. ქალბატონი რაისის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა გრძელვადიანი და მდგრადი პროცესი უნდა იყოს, და რომ ლიბანი ყოველგვარი გასამხედროებეული დაჯგუფებებისგან უნდა გათავისუფლდეს. რაისმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ასევე აღნიშნეს, რომ პრობლემის მოგვარების გზები სირიისა და ირანის საკითხებსაც უნდა გულისხმობდეს.

ბატონმა ანანმა შეკრებილებს მოუწოდა მრავალეროვნული ძალების საშუალებით ლიბანის მთავრობას გაუწიონ დახმარება წესრიგის დამყარებაში. ქალბატონმა რაისმა კი განაცხადა, რომ მსოფლიოს მთავრობები ცოტა ხანში განიხლავენ სამხრეთ ლიბანში ასეთი ძალების დისლოცირების საკითხს. ლიბანის პრემიერ მინისტრი ფაუად სინიორა აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისას პროგრესი იქნა მიღწეული.

მისი განცხადებით, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებილი იმისათვის რათა ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს და ლიბანის მთავრობას ქვყანაში ძალაუფლების აღდგენის საშუალება მიეცეს.

XS
SM
MD
LG