ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა დაბა მაჰმუდიას ბაზარში ცეცხლი გახსნეს


ერაყში ვინაობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ბაღდადის შორიახლოს, დაბა მაჰმუდიას ბაზარში ცეცხლი გახსნეს. დაიღუპა 40, ხოლო დაიჭრა 30 კაცი.

მოკვლევამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა თუ ვინ განახორციელა ტერაქტი.ამ დაბაში ცხოვრობენ როგორც სუნიტი ასევე შიიტი მუსლიმები.

ამ ფონზე ბაღდადიდან ორას კილომეტრში, დაბა ტუზხურმატუში კამიკაძე ტერორისტმა აფეთქება განახორციელა ხალხმრავალ კაფეში. დაიღუპა 26, ხოლო დაიჭრა 20 კაცი.

მეამბოხეებმა გატაცებული 30 მძევლიდან 6 გაათავისუფლეს. ჯერჯერობით მეტი არაფერია ცნობილი სხვა მძევლების შესახებ, რომელთა შორის ერაყის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელიცაა.

XS
SM
MD
LG