ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ებრაული დასახლების მაცხოვრებლის გატაცების შესახებ აცხადებს


ამავე დაჯგუფების ხელშია ღაზიდან გატაცებული ისრაელის ჯარისკაცი.

წინააღმდეგობის სახალხო კომიტეტმა ეს განცხადება ორშაბათს საღამოს გააკეთა, თუმცა ამ სიტყვების დამამტკიცებელი რაიმე საბუთი არ წარმოუდგენია.

ისრაელის რადიომ გატაცებული ებრაელის ნათესავების ჩვენება გადასცა, რომლის მიხედვით აღნიშნული პიროვნება გუშინ ღამე სახლში არ დაბრუნებულა.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენელის მარკ რეგევის განცხადებით:” ჩვენი სამხედრო მოსამსახურე დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლონ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.”

ღაზის სექტორის საზღვართან ისრაელის შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკის თავმოყრა მიმდინარეობს. ისარელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის ბრძანებით ამ ქვეყნის არმია მზად არის შეტევაზე გადასასვლელად, მას შემდეგ რაც მთავრობამ უარყო პალესტინელთა წინადადება ისარელის ჯარისკაცის განთავისუფლების სანაცვლოდ ციხეებიდან პალესტინელი ქალების გამოშვების შესახებ.

XS
SM
MD
LG