ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიწყო გაეროს ორ-კვირიანი კონფერენცია რომელიც მსუბუქი იარაღით უკანონოდ ვაჭრობის აღმოფხვრას ითვალისწინებს


გასულ კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას კონფერენციის პრეზიდენტმა პრასად კარიავასამიმ განაცხადა რომ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე დელეგატი. განხილული იქნება ის, თუ რა წარმატებები იქნა მიღწეული ხუთი წლის წინ მსუბუქ იარაღზე კონტროლის გაეროს მიერ შემუშავებული სამოქმედო პროგრამის პრაქტიკულად განხორციელების საქმეში.

სამოქმედო პროგრამის მონაწილეებმა პირობა დასდეს რომ ითანამშრომლებენ უკანონოდ შეძენილი იარაღის ამოღებასა და განდგურებაში, მსუბუქი იარაღის უკანონო ვაჭრობის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადების ძალისხმევასა და იმპორტზე თუ ექსპორტზე მკაცრი კონტროლის დაწესებაზე.

ჯგუფმა რომელიც იარაღზე კონტროლის დაწესებას ემსახურება ორშაბათს გამოაქვეყნა მოხსენება რომლის თანახმად მსუბუქი იარაღიდან კალაშნიკოვი ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამავე მოხსებნებაში მოყვანილია AKA 47-ის გამომგონებლის გენერალ-ლეიტენანტის მიხეილ კალაშნიკოვის სიტყვები სადაც იგი მხარს უჭერს მსუბუქი იარაღით ვაჭრობაზე საერთაშორისო კონტროლს.

XS
SM
MD
LG