ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების და ევროკავშირის ლიდერებმა ძალზე ნაყოფიერი უწოდეს დღევანდელ  შეხვედრას ვენაში


შეერთებული შტატების და ევროკავშირის ლიდერებმა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ძალზე ნაყოფიერი უწოდეს დღევანდელ შეხვედრას ვენაში.

ავსტრია ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, რომლის კანცლერის ვოლფგანგ სჩუსელის განცხადებით ამ შეხვედრაზე ერაყის, ირანის და ბალკანეთის პრობლემებთან ერთად ეკონომიკის და ენერგეტიკის საკითხებიც განიხილეს.

პრეზიდენტმა ბუშმა ევროპელთა მხარდაჭერა ითხოვა ბალკანეთში დემოკრატიის განვითარების საქმეში და ერაყის საკითხთან დაკავშირებით ევროპელთა განსხვავებული პოზიციის მიუხედავად იმედი გამოთქვა, რომ ამ ქვეყნის ახალი მთავრობა შესძლებს სიტუაციის გაკონტროლებას. მან ასევე გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე არსებული სატუსაღოს დახურვის აუცილებლობაც აღიარა, თუმცა ისიც აღნიშნა რომ აქ მყოფი 460 პატიმრიდან ზოგიერთის განთავისუფლება არ შეიძლება რადგან ისინი ჯერ კიდევ საშიშროებას წარმოადგენენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

ბატონი ბაროსოს განცხადებით საერთაშორისო საზოგადოება თავისუფლების პრინციპების დაკარგვის რისკის წინაშე დგას თუ ტერორიზმთან ომის საბაბით სამოქალაქო უფლებები შეიზღუდება.

XS
SM
MD
LG