ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშიროსი დღეა!


20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღიშნება. დღეს ამ თემაზე სასაუბრობდ ჩვენი სტუმარია ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, გაეროს გენერალური მდივნის იძულებით ადგილნაცვალ პირთა განსახლების საკითხებში წარმომადგენლის მრჩეველი ქალბატონი რობერტა კოენი.

დღეს მსოფლიოში 8 მილიონი ლტოლვილის გარდა 24 მილიონი საკუთარ ქვეყანაში ადგილნაცვალი პირია. როგორია განსხვავება ამ ორი კატეგორიის იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს შორის? რობერტა კოენს მოვუსმინოთ:

“20 ივნისი იმ მილიონობით ადამიანის საპატივსაცემოდ აღინიშნება, ვინც თავისი ქვეყანა უსამართლო დევნისა და ძალადობისგან თავის დასაღწევად დატოვა. მიუხედავად ამისა, დღემდე ამაზე თითქმის ორჯერ მეტია იმათი რაოდენობა ვინც იძულებით ადგილნაცვალია საკუთარ ქვეყნებში. გაეროს უმაღლესმა წარმომადგენელმა ლტოლვილთა უფლებების საკითხებში წელს პირველად თავის ანგარიშში იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებებს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.

ამდენად მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო ლტოლვილების დღე არა მარტო იმათი დღეა ვინც თავიანთი ქვეყნებიდან გაიქცა არამედ იმათ აღნიშნვასაც უნდა ისახავდეს მიზნად, ვინც იძულებით ადგილნაცვალია საკუთარ ქვეყანაში.” როგორია ამერიკის მთავრობის დამოკიდებულება ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. აქ, ქალბატონი კოენი ასეთ პასუხს გვთავაზობს: “ამერიკის მთავრობა თითქმის პირველია იმ ქვეყნებს შორის ვინც ყველაზე გულუხვია ამ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით.

ბოლო წლებში ვაშინგტონის ადმინისტრაციას გარკვეული პრობლემები ჰქონდა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, როცა ამერიკის მთავრობაში გარკვეულწილად შეფერხება შეიმჩნეოდა უცხოელი ლტოლვილების ამერიკაში განსახლების და მათი ჩამოყვანის საქმეში. ამის შედეგად, დაიკლო ასეთი ხალხის რაოდენობამ ამერიკაში, თუმცა ეს რიცხვი თანდათან კვლავ ჩვეულ ნორმას აღწევს.

ამ კუთხით ამერიკის მთავრობა ამ ერთ პრობლემას სხვა, მეორე პრობლემასთან კონტექსტში უდგება, სხვანაირად, ლტოლვილთა განსახლებასა და იმიგრაციას ერთიან კონცეფიას უსადაგებს, და ტერორისტთა ინფილტრაციის შიშით, ლტოლვილთა განსახლებასაც ამკაცრებს, რაც გასაგებია ჩვენთვის. თუმცა ჩვენ მეტად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი კატეგორია.”

აქვე გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქალბატონ კოენს მოუწია ამერიკის კონგრესის წინაშე ჩვენებები მიეცა კანონმდებლების წინაშე, სადაც მან ამერიკის მთავრობის მხრიდან საჭირო თანხმების შეკვეცის პრობლემაზე ილაპარაკა. რობერტა კოენი:

” საბიუჯეტო შეზღუდვების თანახმად, არსბეობს ბევრად შემცირებული ფონდები ამ დარგში. დასამალი არ არის, რომ ამერიკის ადმინისტრაცია უამრავ თანხას ხარჯავს ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე საომარ კამპანიებში, და შესაბამისად, ამ თანხის დიდი ნაწილის მობილიზება სხვა დარგების დაფინანსების შემცირების ხარჯზე ხდება. თუმცა მაინც გვაქვს იმედი, რომ ამერიკის მონაწილეობა მსოფლიო არენაზე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად კვლავაც ასეთივე წარმატებული და ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფერო დარჩება.”

გვესაუბრებოდა ბრუკინგსის ინსტიტუტის წამყვანი ექსპერტი ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უფლებებისა და მათი განსახლების საკითხებში, ქალბატონი რობერტა კოენი.

XS
SM
MD
LG