ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშის ინიციატივას საიმიგრაციო რეფორმაზე სენატი უჭერს მხარს


სენატი პრეზიდენტ ბუშის საიმიგრაციო რეფორმის გეგმას უჭერს მხარს.პრეზიდენტის გეგმა იმიგრაციისადმი ყოვლისმომცველი მიდგომაა, რაც შეერთებულ შტატებში სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებას და იმავდროულად, მილიონობით არალეგალური იმიგრანტის ბედს ეხება. სენატმა დემოკრატების მიერ შეტანილ გეგმას 79/ 16-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ეს ზომა, სტუმართა სამუშაო პროგრამის გაფართოებას ითვალისწინებს, რითაც იმიგრანტებს ასევე საშუალება ექნებათ მოქალაქეობა მოიპოვონ. ამ შესწორების ავტორი, სენატორი კენ სალაზარი კოლორადოდან ამბობს, რომ ამერიკა ვეღარ აუვლის გვერდს ამდენ არალეგალუი იმიგრანტს, რომლებიც უკვე შეერთებულ შტატებში იმყოფებიან. მისი განცხადებით:”ამ კრიზისის გავრცელებას საშუალება არ უნდა მივცეთ. არ ვფიქრობ, რომ 11 მილიონი არალეგალური მუშის ფარულ არსებობას უნდა შევეგუოთ.”

მთელი შეერთებული შტატებიდან იმიგრანტების ლეგალიზაციის ასობით მხარდამჭერი დღეს ვაშინგტონში დემონსტრაციას აწყობს. გამომსვლელები ამერიკის სენატში საემიგრაციო რეფორმის წინადადებას გააკრიტიკებენ. კოალიცია, სახელწოდებით ალიანსი-ჩვენ ვარ ამერიკა, გეგმავს პირადად გაუწიოსსენატორებთან ლობირება ამ კანონმდებლობას. განსახილველი საკანონმდებლო ინიციატივით, როგორც ცნობილია, მილიონობით არალეგალურ იმიგრანტს ცოტა ხანში მოქალაქეობის მიღების საშუალება ექნება.

XS
SM
MD
LG