ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრინველის გრიპი: ერთადერთი ალტერნატივა შესაძლოა მხოლოდ მზადყოფნდა იყოს


მეცნიერები შიშობენ, რომ ფრინველის გრიპი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.

შედეგი შეიძლება მძიმე გამოდგეს, და ერთადერთი ალტერნატივა შეიძლება მხოლოდ მზადყოფნა იყოს.

აშშ ჯანრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მდივანმა ჯონ ლივიტმა ქვეყნის სენატის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ მოსალოდნელმა ეპიდემიამ შესაძლოა 2 მილიონამდე ამერიკელის სიცოცხლე შეიწიროს.

10 მილიონამდე ადამიანს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.

“ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ვაქცინა. ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის მენიერებმა შექმნეს ვაქცინა, რომელიც ადამიანების იმუნურ სისტემას და სწორი დოზირების შემთხვევაში ადამიანს დაავადებისგან სავსებით იცავს.

ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ვაქცინის საჭირო რაოდენობით წარმოების საშუალება თითქმის არ გაგვაჩნია.” -ციტატის დასასრული

XS
SM
MD
LG