ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ინდოეთი კონტრაქტებს გააფორმებენ


ინდოეთში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის ორდღიანი ვიზიტის დროს გაფორმდება კონტრაქტი ინდოეთის მიერ მიგის ტიპის 29 ავიაგამანადგურებლის შესყიდვს თაობაზე. ამას გარდა კრემლი იმედოვნებს, რომ რუსეთი და ინდოეთი შეთანხმებას მიაღწევენ მეხუთე თაობის ავიაგამანადგურებლების ერთობლივი შემუშავების ირგვლივ. ვარაუდობენ, რომ მხარეები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ ავიამზიდ ადმირალ გორშკოვის მოდერნიზებაზე, რომელიც ინდოეთმა 2004 წელს შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ ამ ავიამზიდის გამო საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა ინდოეთსა და რუსეთს შორის, რადგანაც რუსეთი ვერ ახერხებს მის მოდერნიზებას დათქმულ ვადებში. რუსეთი ინდოეთს სამხედრო ტექნიკის 70% აწვდის, მაგრამ საგულისხმოა, რომ ინდოეთმა ბოლო დროს სულ უფრო მეტი ამერიკული სამხედრო ტექნიკის შესყიდვა დაიწყო.

XS
SM
MD
LG