ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იური გაგარინის კოსმოსში გაფრენიდან 60 წელი გავიდა


12 აპრილს, 60 წლის წინ, იური გაგარინი პირველი ადამიანი გახდა, ვინც კოსმოსში გაფრინდა, მისია წარმატებით შეასრულა და უკან, დედამიწაზე დაბრუნდა. გაგარინის კოსმოსში გაფრენა, საბჭოთა კოსმორუსი პროგრამისთვის, შეერთებულ შტატებთან შეჯიბრის ფონზე, მნიშვნელოვანი წარმატება იყო.

12 აპრილი, 1961 წელი, იური გაგარინი ვასტოკ 1-ზე ასასვლელად ემზადება
12 აპრილი, 1961 წელი, იური გაგარინი ვასტოკ 1-ზე ასასვლელად ემზადება

ეს თარიღი რუსეთში კოსმონავტების დღედ აღინიშნება. 60 წლის თავი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაგარინის დედამიწაზე დაშვების ადგილზე მისვლით აღნიშნა. მან საკუთარ განცხადებაში მთავრობას მოუწოდა მეტი გააკეთონ კოსმოსში, მოსკოვის პოზიციების გასამყარებლად.

იური გაგარინი
იური გაგარინი

12 აპრილი ადამიანის კოსმოსში გაფრენის საერთაშორისო დღედ იქცა. ამ დღესთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც კოსმოსური მისიების დადებით მხარეებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაზეა საუბარი, თუმცა, სახელწიფო დეპარტამენტს იური გაგარინი არ უხსენებია. ამას შეერთებულ შტატებში, რუსეთის საელჩოს გაღიზიანება მოჰყვა. მათ სახელმწიფო დეპარტამენტი „მეხსიერების დაკარგვაში“ დაადანაშაულეს.

გაგარინი პირველი ადამიანია, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა, იქ 108 წუთი დაჰყო, დედამიწას ერთხელ დაარტყა წრე და მიწაზე დაეშვა.

"ვოსტოკ 1"-ის მისიის შემდეგ, გაგარინი მალევე გახდა ცნობილი საერთაშორისო დონეზე. ის 34 წლის ასაკში, საწვრთნელი ფრენის დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG