ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მთავრობა გადადგა


რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მთავრობის მთლიანი შემადგენლობა გადადგა. განცხადება ამის შესახებ დიმიტრი მედვედემა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო მოხდა. მისივე თქმით, ახალი ცვლილება რუსეთის სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის ძალაუფლებას დააბალანსებს.

"ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა მისცეს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს საშუალება, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და სწორად მიმაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად, მთავრობა ამჟამინდელი შემადგენლობით გადადგეს“, – თქვა ქვეყნის პრემიერმა, მედვედევმა.

ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს იწურება. ამის შემდეგ ის პრეზიდენტად კენჭს ვეღარ იყრის. სწორედ იმავე წლიდან, ახალი საკონტიტუციო ცვლილებების მიხედვით სუსტდება პრეზიდენტის ძალაუფლება და პრეზიდენტის ძალაუფლების ნაწილი პარლამენტს გადაეცემა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG