ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს


გიორგი ბაბუნაშვილი

კოვიდ 19- ვირუსი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა და დაგვაყენა იმ რეალობის წინაშე, რომელსაც, ალბათ, ყველაზე თამამ ფიქრებშიც ვერ წარმოვიდგენდით. Სანამ მსოფლიოს მოსახლეობას მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ სახლში დავრჩეთ და ასე შევამციროთ ვირუსის გავრცელება, მეცნიერებისა და ექიმების ნაწილი ამ ვირუსის განკურნების გზებს ეძებს. Მათ შორისაა ქართველი გიორგი ბაბუაძე, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავა და ახლა სწორედ მისი გამოცდის პრე-კლინიკურ ფაზაზეა. გიორგი კანადაში, ლავალის უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე, მიკრობიოლოგიის, ინფექციოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში 2017 წლიდან მუშაობს.

როგორც გიორგიმ გვითხრა, კორონავირუსის ვაქცინა 2 თვეში შექმნა. ვაქცინის გამოცდა ცხოველებზე უკვე მიმდინარეობს, თუ ვაქცინა ამ ფაზას წარმატებით გაივლის, მაშინ მისი გამოცდა ადამიანებზე დაიწყება, შემდეგ კი წარმოებაში ჩაეშვება.

რა ეტაპები უნდა გაიაროს კორონავირუსის ვაქცინამ იმისთვის, რომ ის დაამტკიცონ, რა უპირატესობა აქვს დნმ ვაქცინას და ზოგადად, რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინებს? ამ და სხვა თემებზე გიორგი ბაბუნაშვილს, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე ესაუბრა.

გიორგი, უფრო კონკრეტულად მოგვიყევით რაზე მუშაობთ კანადაში?

2017 წლიდან ვმუშაობ ე.წ მე-3 თაობის, ანუ დნმ ვაქცინების შექმნაზე. პლატფრომა, როემლიც შევქმენით, ჩვენ უკვე დავტესტეთ რამდენიმე პათოგენზე, როგორიც არის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსი, ებოლას ვირუსი, აივ ინფექცია და კიდევ რამდენიმე პათოგენი. ასე რომ, დნმ პლატფორმა დატესტილია, დავაპატენთეთ კიდეც კანადის პატენტში. ძალიან კარგი, დამაიმედებელი შედეგები გვაქვს და ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს პლატფორმა გამოგვეყენებინა ამ პანდემიისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.

რა ეტაპზეა ამჟამად კორონავირუსის ვაქცინა და რა ეტაპები ელის მას წინ?

ვაქცინა უკვე მზად არის. მუშაობა დავიწყეთ, და ახლა დაიწყო იმუნიზაცია პრე-კლინიკურ ფაზის ფარგლებში. ეს გულისხმობს ცხოველების მოდელის გამოყენებას. ამას ყველაფერს დასჭირდება 70 დღე და ამის შემდეგ შეგვიძლია გადავინაცვლოთ კლინიკურ ფაზაში, გამომდინარე იქიდან, თუ როგორი შედეგები გვექნება.

თუკი ცხოველების ორგანიზმმა გამოიმუშავა დიდი რაოდენობით სპეციფიკური და შეძენილი იმუნური პასუხი, ამ შემთხვევაში გადავალთ პრე-კლინიკური ფაზის პირველ ეტაპზე, რისთვისაც შეირჩევა 10-დან 25-მდე ადამიანი და დაიწყება კვლევა. შემდეგ უკვე შეირჩევა 100, ბოლოს, მესამე ფაზაზე ზუსტად 1000 ადამიანი. ამ ბოლო ფაზის შემდეგ უკვე ხდება მონაცემთა კონსოლიდაცია.

რაც შეეხება ოფიციალურ ფაზას. მას, დაახლოებით, 2-3 თვე სჭირდება. ეს ყველაფერი უნდა წარედგინოს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა FDA, Canada health, ევროპის მედიკოსთა ასოციაცია და მათ უნდა გამოიტანონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს ვაქცინა მუშაობს, არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის და გაიცეს ლიცენზია მოხმარებაზე.

ვინაიდან, ახლა ასეთი პანდემიაა და განსაკუთრებული მდგომარეობა. თუ ამ პირველი ეტაპის გავლის, 70 დღის შემდეგ კარგ შედეგებს მივიღებთ. მე ვფიქრობ, რომ უკვე დანარჩენი ეტაპები დაჩქარდება და მაქსიმუმ ერთ წელი დასჭირდება ვაქცინის ლიცენზიის მიღებას.

რა დრო სჭირდება ვაქცინის შექმნას?

ზოგიერთი პათოგენის ვაქცინის შექმნაზე დღემდე მუშაობენ. გავიდა 70-80 წელი, რაც მუშაობენ, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ვაქცინა, ნამდვილად ძალიან მალე შევქმენით. 2017 წელს ჩამოვედი თუ არა [კანადაში] ეს პლატფორმა 5 თვეში შევქმენი. 5 თვის შემდეგ, უკვე დაიწყო სხვადასხვა ვაქცინების, სხვადასხვა ანტიგენების ჩაშენება და გამოცდა. მაგრამ, რაკი ეს პლატფორმა მზად იყო, ვაქცინის შექმნაზე, სულ დაგვჭირდა 2 თვე.

რა ბედი ეწევა ვაქცინას დამტკიცების შემდეგ?

ის გავა საზღვრებს გარეთ და მოხმარდება კაცობრიობას. ახლა, სამი დიდი კომპანია და კანადის სახელმწიფოა დაინტერესებული, პირველ რიგში. მან გამოგვიყო 1,1 მილიონი კანადური დოლარი, ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი. როგორც კი პრე-კლინიკური კვლევისგან კარგი შედეგები გვექნება, ისინი მზად არიან დააფინანსონ კლინიკური ფაზაც.

რას ნიშნავს დნმ ვაქცინა, რა უპირატესობა აქვს მას?

დნმ ვაქცინები წარმოადგენს მესამე თაობის ვაქცინებს. მას გააჩნია ძალიან დიდი უპირატესობა. ერთის მხრივ ის, რომ იაფი ჯდება წარმოება და მეორე ის, რომ ორგანიზმში არ შეგვყავს მთლიანი ვირუსი, არც ვირუსული ნაწილაკი. უბრალოდ, ვირუსის ანტიგენი, რომელიც იძლევა კონკრეტულ უჯრედულ და იმუნურ პასუხს ამ კონკრეტული ანტიგენის საწინააღმდეგოდ.

რატომ არის, ზოგადად, ვაქცინა ასე მნიშვნელოვანი?

ვაქცინა არის პრევენციული მედიცინის ნაწილი. ანუ, ადამიანი, რომელიც მიიღებს ვაქცინის სათანადო დოზას, მისი იმუნიტეტი გამოიმუშავებს სპეციფიკურ ანტისხეულებს და ამ ადამიანს ვირუსი არ დაემართება. ამიტომ ვაქცინის არსებობა აუცილებელია.

მაგალითისთვის ავიღოთ, წითელა, წითურა, პოლიო და სხვა უამრავი დაავადება. მათგან ადამიანი თავისუფალია და ზოგიერთი მათგანისგან მსოფლიო მთლიანად, გამოაცხადეს თავისუფლად. ასე რომ, ვაქცინის არსებობა აუცილებელია, თუმცა აუცილებელია არსებობდეს სამკურნალო საშუალებებიც, რადგან არსებობენ ადამიანები, ვის ორგანიზმსაც არ ძალუძს რომ გამოიმუშაოს ანტისხეულები და ისინი მხოლოდ სიმპტომურ და სპეციფიკურ მკურნალობას ექვემდებარებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG