შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს ბრაზილიას სტუმრობს. ჯონ კერი სამხრეთ-ამერიკული ვიზიტის განმავლობაში სათვალთვალო პროგრამების სკანდალზეც ისაუბრებს.
სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად, ბრაზილიელებს აინტერესებთ, თუ რას იტყვის ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბრაზილიურ გაზეთ „ო გლობოს“ მიერ გამოქვეყნებული მასალის შესახებ. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბეჭდვითი ორგანო რამდენიმე ხნის წინ იუწყებოდა, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის ეროვნული სააგენტო კოლუმბიის და ბრაზილიის სატელეფონო და ინტერნეტ-კომუნიკაციასაც ადევნებდა თვალს. ორშაბათს, ჯონ კერიმ, კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართულ შეხვედრებზე განაცხადა, რომ ამერიკა ტერორიზმთან კომპლექსურ ბრძოლას ბევრ სხვადასხვა ტერიტორიაზე აწარმოებს.