ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 მაისს პოლიცია „კარგად კოორდინირებული“ იყო


პრემიერი პოლიციის დღეზე ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის ჩაშლის შემდგომ მოვლენებში პოლიციის როლს დადებითად აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავებს პოლიციის დღე მიულოცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გამართულ საზეიმო ცერემონიალზე ბიძინა ივანიშვილმა წესრიგის დამცველთა საპასუხისმგებლო საქმეზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ პოლიციელებს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა ძალიან ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ.

პრემიერმა დადებითად შეაფასა პოლიციის როლი ორი დღის წინ, დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე განვითარებულ მოვლენებში. თქვენ სწორედ, რომ თქვენი სიცოცხლის უსაფრთხოების ფასად თქვენს თავზე აიღეთ ყველა სიმძიმე, მოახერხეთ და გაარიდეთ უმცირესობა საფრთხეს" - ამ სიტყვებით მიმართა პოლიციელებს ბიძინა ივანიშვილმა.

წინა დღით პრემიერმა დაგმო ის ძალადობა, რომელიც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩაშლის შემდეგ მოხდა. ანალოგიური განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმაც: ძალადობა, როგორი მოტივითაც არ უნდა იყოს ის განპირობებული, არ შეიძლება იყოს ქართული საზოგადოების სახე - განაცხადა მან. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იმ სასულიერო პირებისა და მასობრივი აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, ვინც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ორგანიზატორებზე ძალადობა განახორციელა.
XS
SM
MD
LG