ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა პრემიერის პორტფელი ისევ მიშუსტინს შესთავაზა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა შესთავაზა. მიმომხილველები მიშუსტინს ახასიათებენ ტექნოკრატად, რომელიც ვალდიმირ პუტინს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომისა და დასავლური სანქციებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევეში.

მოელიან, რომ რუსეთის სათათბირო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, რადგან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს.

რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთის მთავრობა გადამდგარი იყო მანამ, სანამ კიდევ ერთხელ არჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნეა ქვეყანას მართავს, სამშაბათს პრეზიდენტის ფიცს, კიდევ ექვსწლიანი ვადით დადებდა. ელოდნენ, რომ პუტინი ინაუგურაციისთანავე შეარჩევდა მთავრობის მეთაურს, მაგრამ ის ორი დღით შეყოვნდა.

ახლა უკვე მიმომხილველები ვეღარ ხედავენ იმის ნიშნებს, რომ მთავრობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება. პრემიერის პოსტზე მიშუსტინის დატოვების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, შესაძლოა თანამდებობებზე დარჩნენ რუსეთის ვეტერანი მინისტრებიც, მათ შორის - სერგეი შოიგუ, რომელიც რუსეთის თავდაცვის უწყებას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს. რუსეთის დიპლომატიას კი, ორი ათწლეულის განმავლობაში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.

ანალისტიკოსების აზრით, მთავრობის უცვლელად შენარჩუნება, შინ და გარეთ, სტაბილურობისა და თავისი გუნდით ვლადიმირ პუტინის კმაყოფილების გზავნილი იქნება.

„პრეზიდენტმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა, სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა წინადადება, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მიხაილ ვლადიმირის ძე მიშუსტინის კანდიდატურის შესახებ“, - განაცხადა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, „დღეს დეპუტატები თავიანთი ამომრჩევლების სახელით მიიღებენ პასუხისმგებელიან გადაწყვეტილებას, ამ საკითხთან დაკავშირებით“.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მიშუსტინი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფედერალურ საგადასახადო სამსახურს.

XS
SM
MD
LG