ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი ამბობს, რომ რუსეთი 25 ათასამდე ჯარისკაცით ჩასივ იარის რაიონის იერიშს ცდილობს


ორშაბათს, უკრაინის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ რუსეთი 20,000-25,000 ჯარისკაციანი ძალებით აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ჩასივ იარზე და მიმდებარე სოფლებზე იერიშს ცდილობს და ვითარებას რთული უწოდა.

უკრაინა სრულად აკონტროლებს ჩასივ იარს, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს. უკრაინიდ უმაღლესი მეთაური ამბობს, რომ რუსეთს ქალაქის დაპყრობა 9 მაისისთვის სურს, როდესაც მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღეს აღნიშნავს.

„ქალაქის გარშემო ვითრება რთულია, თუმცა ვითარება კონტროლირებადია... ჩვენი დამცველები ძალების შევსებასაც იღებენ და ხაზის სტაბილიზაციასაც ახდენენ“, თქვა აღმოსავლეთ სარდლობის პრეს მდივანმა ნაზარ ვალოშინმა.

ჩასივ იარის დაპყრობით, რუსეთი უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორ ქალაქთან, კრამატორსკთან და სლავიანსკთან მიახლოებას შეძლებს.

თუმცა ამერიკული სამხედრო დახმარება, ამ კვირაში საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ უკრაინაში მალე ჩავა და საბრძოლო მასალის კრიტიკული ნაკლებობის საკითხს გადაწყვეტს.

„ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს რთულია, მაგრამ საჭირო დახმარების მიღება ვითარებას გამოასწორებს“, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამზე".

XS
SM
MD
LG