ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოურმა ფირმებმა, რუსეთიდან გამოსვლით $107 მილიარდი დაკარგეს


2022 წელს, რუსეთის მიერ, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, რუსეთიდან გამოსულმა უცხოურმა ფირმებმა, $107 მილიარდზე მეტი შემოსავალი დაკარგეს. ანალიზს, საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იმავე ანალიზით, გასული წლის აგვისტოს ბოლო მაჩვენებლის შემდეგ, ზარალის მოცულობა ერთი მესამედით გაიზარდა.

”რადგან რუსეთის შეჭრა გრძელდება, დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხების ფონზე და დასავლური სანქციების მზარდი სისუსტის გათვალისწინებით, კომპანიები, რომლებიც კვლავ აპირებენ რუსეთიდან გასვლას, შემდგომ სირთულეებს წააწყდებიან და იძულებულნი იქნებიან დანაკარგები მიიღონ“, - თქვა იან მასეიმ, გლობალური რისკების საკონსულტაციო კომპანიის კორპორაციული დაზვერვის ხელმძღვანელმა.

მასეის თქმით, დასავლეთის მიერ საყოველთაოდ დაგმობილი, უსამართლოდ და არადემოკრატიულად გამოცხადებულ არჩევნებში ხელახალი გამარჯვების შემდეგ, ვლადიმირ პუტინი დასავლეთისგან შემდგომ იზოლაციას განახლებული ძალისხმევით გააგრძელებს, მათ შორის, უცხოური ბიზნესებისთვის ქონების ჩამორთმევისა და პოლიტიკური ზეწოლის გზით.

მოსკოვი, უცხოური აქტივების გაყიდვისას, მინიმუმ, 50%-იან ფასდაკლებას ითხოვს.

XS
SM
MD
LG