ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი უკრაინის მხარდასაჭერ დასავლეთ ბალკანურ სამიტში მონაწილეობს


ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში უკრაინის მხარდასაჭერი დასავლეთ ბალკანური სამიტი მიმდინარეობს, რომლის თანამასპინძელიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკა.

სამიტის წინ, ზელენსკიმ და ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ, რომლის ქვეყანაც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია, ხელი მოაწერეს ორმხრივი მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტს" ესწრებიან სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მონტენეგროს ლიდერები. სამიტში ასევე მონაწილეობს მოლდოვის პროდასავლელი პრეზიდენტი მაია სანდუ.

ზელენსკი, რომელიც ალბანეთში საუდის არაბეთიდან ჩავიდა, სამიტის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რაც მიზნად ისახავს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხრიდან კიევის მხარდაჭერის გაძლიერებას.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგლი ჰასანმა, რომელიც ზელენსკის ტირანას აეროპორტში დახვდა, თქვა, რომ სამიტი არის "გადამწყვეტი მომენტი, ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად და უკრაინისადმი სოლიდარობისთვის, - რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მის გმირულ ბრძოლაში".

ნატოს წევრები ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეუერთდნენ და კიევს იარაღსა და საბრძოლო მასალას აწოდებენ.

ამ თვის დასაწყისში, ტირანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა, უკრაინისადმი ალბანეთის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

”ეს იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესიის შემდეგ, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნა - იარაღი, საბრძოლო მასალა, ნაღმების გამძლე მანქანები - და ამჟამად ერთ-ერთია პირველ ათეულში, ერთ სულ მოსახლეზე უკრაინის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების დახმარების თვალსაზრისით“, - თქვა ბლინკენმა.

სერბეთი კი, ტრადიციულად მოსკოვის მოკავშირე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.

XS
SM
MD
LG