ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ: "ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე არ შევწყვეტთ"


Smoke rises during an Israeli ground operation in Khan Younis
Smoke rises during an Israeli ground operation in Khan Younis

ღაზის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, ხან იუნის ალყისას, 24 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელის სამხედრო მაღალჩინსონები ავრცელებენ. ეს, „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში მიმდინარე ომის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის, ერთ დღეში განცდილი ყველაზე დიდი დანაკარგია.

სამხედრო უწყების სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ 21 ჯარისკაცი დაიღუპა, როდესაც ორი შენობა, რომელიც დანაღმული იყო დანგრევის მიზნით "ჰამასის" მებრძოლების მიერ, მიმდებარედ მყოფ ტანკზე ცეცხლის გახსნის შედეგად აფეთქდა. მანამდე, სამი ისრაელელი ჯარისკაცი, ღაზის სამხრეთით, მათზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

„გუშინ ჩვენ განვიცადეთ ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე, ომის დაწყების შემდეგ. ჩვენი გმირების სახელით, ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას აბსოლუტურ გამარჯვებამდე“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ორშაბათს, ხან იუნის დარჩენილი ნაწილების დასაკავებლდა, ძირითადი ოპერაცია წამოიწყო. ეს ანკლავის სამხრეთით მდებარე მთავარი ქალაქია, რომელაც ასობით ათასი დევნილი პალესტინელი თავს აფარებს.

„გასული დღის განმავლობაში IDF-ის ჯარებმა ჩაატარა ვრცელი ოპერაცია, რომლის დროსაც მათ ალყა შემოარტყეს ხან იუნისს და გააღრმავეს ოპერაცია ამ ტერიტორიაზე. სახმელეთო ჯარები ჩართულნი იყვნენ ახლო უბნების ბრძოლაში, მართავდნენ დარტყმებს და იყენებდნენ დაზვერვას ცეცხლის კოორდინაციისთვის, რის შედეგადაც ათეულობით ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა“, - განაცხადეს სამხედროებმა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამშაბათს, ისრაელის ტანკებმა სანაპიროსკენ მიმავალი ბოლო გზა გადაკეტეს, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, ერთადერთ გასაქცევ გზად იყო დარჩენილი. "როიტერთან" სატელეფონო საუბარში, ისინი ამბობენ, რომ გაქცევას სამხრეთ-დასავლეთით, ეგვიპტის საზღვარზე ცდილობდნენ.

„რაფაში წასვლას ვცდილობ, მაგრამ ტანკები ახლა ძალიან ახლოს არიან სანაპიროსთან და დასავლეთისკენ ისვრიან”, - ამბობს „როიტერის“ ჟურნალისტთან საუბრისას 45 წლის მამაკაცმა.

„ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 195 პალესტინელი დაიღუპა. ამით, დაღუპულთა შესახებ მათ მიერ წარმოდგენილი მონაცემები 25 490-მდე გაიზარდა.

საინფრომაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, სამშაბათს, ისრაელი მიერ გამოცხადებული მძიმე მსხვერპლი, პალესტინელებმა გამარჯვებად აღნიშნეს.

„წინააღმდეგობის მოძრაობამ თქვა, რომ ისინი ღაზას ოკუპანტების სასაფლაოდ აქცევენ, ეს არის რაც ახლა ხდება. რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ისინი აქ, ჩვენ მეტად დავიტანჯებით, რა თქმა უნდა, მაგრამ თავადაც უფრო მეტად დაიტანჯებიან“, - ამბობს „როიტერთან“ საუბრისას აბუ ხალედი, ღაზის მკვიდრი, რომელიც თავს დეირ ალ-ბალაჰში, სკოლას აფარებს.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ათობით ქვეყნისა და მათ შორის აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული „ჰამასი“, 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა. თავდასხმისას დაიღუპა 1200 ადამიანი, „ჰამასის“ წევრებმა კი 250 ადამიანი ღაზაში მძევლად წაიყვანეს. 100-ზე მეტი, ამ დრომდე, ტყვეობაში რჩება.

XS
SM
MD
LG