ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის მორიგი იერიში ჰუთი მებრძოლების წინააღმდეგ


ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი იერიში მიიტანეს დასავლეთ იემენში, მეამბოხე ჰუთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 17 იანვარს გაანეიტრალეს თავდასხმისთვის გამზადებული 14 რაკეტა, რომელიც წითელ ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო და ამერიკულ სამხედრო გემებს უქმნიდა საფრთხეს.

ჰუთების დაჯგუფების განცხადებით, მისი წარმომადგენლები წითელ ზღვაში გემებზე იერიშების შეწყვეტას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ეს ქმედებები საჭიროა ისრაელის წინააღმდეგ პალესტინელთა მხარდასაჭერად.

ირანის მხარდაჭერილი იემენელი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა “ჰამასს” შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ განსაკუთრებით გახშირდა.

XS
SM
MD
LG