ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი და თურქეთი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ


საბერძნეთი და თურქეთი, ხუთშაბათს, ურთიერთობების გადატვირთვაზე შეთანხმდნენ. მზარეებმა შეადგინეს საგზაო რუკა, რომელიც ნატოს ორი მოკავშირის, თუმცა, ამასთანავე, ისტორიულ მტრებს შორის, უფრო მჭიდრო კავშირების ახალი ეპოქის დასაწყებად შეიქმნა.

საბერძნეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტისას, დიდი ხნის მეტოქეები შეთანხმდნენ, რომ ფოკუსირება კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე მოახდინონ. ამასთან, შეინარჩუნონ ღია არხები კომუნიკაციისთვის, მოიძიონ სამხედრო ნდობის აღდგენის ზომები, რათა დაძაბულობის წყარო აღმოიფხვრას. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ვაჭრობის მოცულობის გაზრდაზე.

"ჩვენს შორის არ არსებობს გადაუჭრელი საკითხი. მანამ, სანამ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ დიდ სურათზე და არ დავემსგავსებით მათ, ვინც ზღვას გადაკვეთს და მდინარეში იხრჩობა", - თქვა ერდოღანმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოსთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ გვინდა ეგეოსის ზღვა მშვიდობის ზღვად ვაქციოთ. ერთობლივი ნაბიჯებით, რომლებსაც თურქეთი და საბერძნეთი გადავდგამთ, გვინდა ვიყოთ მაგალითი მსოფლიოსთვის“, - თქვა ერდოღანმა.

მიცოტაკისისა და ერდოღანის შეხვედრა მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა და მიცოტაკისმა ერდოღანს მიმართა - „ძვირფასო ტაიპ“. ერდოღანმა თქვა, რომ ის მიცოტაკისს ანკარაში მიიღებს.

ნატოს მოკავშირეებს სურთ ორმხრივი სავაჭრო მოცულობის გაზრდა, 5 მილიარდი დოლარიდან, 10 მილიარდ დოლარამდე მაშინ, როცა ერდოღანმა თქვა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია ისარგებლოს მაღალი დონის შეხვედრებით, რომლებიც ყოველწლიურად გაიმართება.

„გეოგრაფია და ისტორია გვკარნახობს, რომ ჩვენ ერთ სამეზობლოში ვიცხოვროთ... მაგრამ, მე ვგრძნობ ისტორიულ პასუხისმგებლობას, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა ორი სახელმწიფო გვერდიგვერდ არსებობდნენ, ისევე როგორც ჩვენი საზღვრები“, - თქვა მიცოტაკისმა.

XS
SM
MD
LG