ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასის თავდასხმის შემდგომ, სექსუალური ძალადობის ფაქტები მატულობს


7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელის მთავრობამ შურას თავდაცვით ბაზაზე მორგი მოაწყო, რათა "ჰამასის" მიერ დახოცილი ისრაელელების გვამები იქ განეთავსებინა. 1,200 მოკლულიდან, დაახლოებით 300 ქალი იყო. ერთ-ერთმა რეზერვისტმა სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ "ქალებს ხშირად, რომ მხოლოლდ საცვლები ეცვათ".

სხვა გამოწვევებთან ერთად, ისრაელის პოლიცია ცდილობს სექსუალური ძალადობის საქმეები გამოიძიოს და დამნაშავეები დასაჯოს.

ისრაელის პოლიცია შესაძლო სექსუალურ დანაშაულებს იძიებს რამდენიმე ასეული ადამიანის მიერ, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დააკავეს. ისრაელის პოლიციის მიზანია პატიმრობაში მყოფი ყველა ეჭვმიტანილის გასამართლება.

თუმცა, ზოგიერთ ადგილას ბრძოლები დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა, რის გამოც იქ გამომძიებლების შესვლა შეუძლებელი იყო. გარკვეული მტკიცებულებები შეგროვდა, მაგრამ პოლიცია ამბობს, რომ გამოწვევის წინაშე დგანან, რადგან დროის გასვლის გამო, ვერ შეეგროვეს მტკიცებულებები, რომლებიც მალფუჭებადი იყო და რომლებიც კონკრეტული ეჭვმიტანილების გასასამართლებლად გამოადგებოდათ.

ისრაელის სამხედრო სპიკერმა "როიტერს" უთხრა, რომ მომხდარის შემდეგ, მათი პირველი პრიორიტეტი იყო გვამების იდენტიფიცირება, რათა ოჯახებისთვის რაც შეიძლება მალე ეცნობებინათ ცოცხალი იყო თუ არა კონკრეტული ადამიანი. პირველ დღეებში ბევრმა არ იცოდა მათი ნათესავები გარდაცვლილები იყვნენ, დაჭრილები თუ ღაზაში გადაყვანილი.

ისრაელის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ "მსხვერპლები აწამეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, გააუპატიურეს, ცოცხლად წვავდნენ და ანაწევრებდნენ".

"ჰამასი" კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს სექსუალური ძალადობის, ან დასახიჩრების შესახებ. "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის მედიის მრჩეველმა ტაჰერ ალ-ნონომ უარყო "ჰამასის" მებრძოლების მიერ თავდასხმის დროს სექსუალურ ძალადობა და "ამ საკითხზე სერიოზული და მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება" მოითხოვა.

გაეროს საგამოძიებო კომისია, რომელიც იძიებს ომის დანაშაულებს ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის ორივე მხარეს, გამოიძიებს ჰამასის მიერ სექსუალური ძალადობის ბრალდებებსაც. თუმცა, ისრაელი კომისიას მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს.

XS
SM
MD
LG