ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი, ფინეთი და ესტონეთი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის უკეთ დასაცავად წვრთნებს გადიან


FILE PHOTO: Finland investigates suspected sabotage of Baltic-connector gas pipeline
FILE PHOTO: Finland investigates suspected sabotage of Baltic-connector gas pipeline

ბრიტანეთის, ფინეთისა და ესტონეთის საზღვაო ძალები წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვაში ვარჯიშობენ. ორშაბათს წვრთნები ბალტიის ზღვაში ფინეთის საზღვრის დაცვის ძალებთან ერთად მიმდინარეობდა.

ოქტომბრის დასაწყისში წყალქვეშა მილსადენი, რომელიც ესტონეთსა და ფინეთს აკავშირებს, სამ სხვა სატელეკომუნიკაციო კაბელთან ერთად დაზიანდა. ორივე ქვეყანა ვარაუდობს, რომ მილსადენისა და კაბელების დაზიანება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ინციდენტი კი საბოლოოდ ჰონგ-კონგის დროშით მცურავ სატვირთო გემს უკავშირდება, რომელმაც სავარაუდოდ, ღუზა წყალქვეშა ინფრასტრუქტურას გამოსდო. ჩინეთი ამბობს, რომ საერთასორისო წესების ფარგლებში მხარეებს ყველა საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

ერთობლივი წვრთნების მიზანი თვალყურის დევნებისა და დაცვის იმ მექანიზმების გაუმჯობესებაა, რომლებიც საშუალებას მისცემს ამ ქვეყნებს წყალქვეშა ინფრასტრუქტურა უკეთ დაიცვან და სამხედრო საფრთხეები შეამცირონ.

ბალტიის ზღვა გასულ წელსაც მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა "ჩრდილოეთის ნაკადის" მილსადენი დაზიანდა. ის რუსულ გაზს გერმანიას აწვვდიდა. ევროპელი გამომძიებლები ამბობდნენ, რომ დაზიანება მიზანმიმართული ქმედების შედეგი იყო, თუმცა ეჭვმიტანილი არ დაუსახელებიათ.

XS
SM
MD
LG