ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა ბირთვული ტესტირების აკრძალვის შეთანხმების რატიფიცირება გააუქმა


პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აუქმებს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ტესტების აკრძალვის გლობალური ხელშეკრულების რატიფიცირებას.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, ის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ღრმა დაპირისპირებაზე მიუთითებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მოსკოვი ვაშინტრონის მიერ კიევისთვის დახმარების აღმოჩენას აფასებს, როგორც ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის ხელის შეშლად.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთი ბირთვულ გამოცდებს არ განაახლებს, თუ ამას ვაშინგტონი არ გააკეთებს.

დასავლელი იარაღის კონტროლის ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი შესაძლოა ბირთვული გამოცდისკენ მიისწრაფვის იმ მიზნით, რომ უკრაინის ომის ფონზე გლობალური მასშტაბით შიში გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG