20 ოქტომბერს კრემლმა გამოაცხადა, რომ წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის პრეზიდენტის შედარება “ჰამასის” ტერორისტულ დაჯგუფებასთან, მათთვის "მიუღებელია”.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ეს მომენტი პოტენციურად საფრთხის შემცველია. პესკოვის თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხე უფრო გაიზრდება, მითუმეტეს კი ისრაელის მიერ მისი მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის შემდეგ. მან დასძინა, რომ ასეთი რიტორიკა არ შეეფერება პასუხისმგებლიან მეთაურს და მიუღებელია კრემლისთვის. პესკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ რუსეთიდან ვინ დაესწრება 21 ოქტომბერს ქაიროში დაგეგმილ პალესტინელთა სამშვიდობო სამიტს.
19 ოქტომბერს ოვალური ოფისიდან ერისადმი გაკეთებულ თითქმის 15-წუთიან მიმართვაში, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა ამერიკის ლიდერობას და თქვა - „ეს არის ის, რაც აერთიანებს მსოფლიოს. ამერიკული ალიანსები არის ის, რაც გვაძლევს ჩვენ, ამერიკას, უსაფრთხოებას. ამერიკული ღირებულებები არის ის, რაც გვაქცევს პარტნიორად, ვისთანაც სხვა ქვეყნებს მუშაობა სურთ“. მისი თქმით, თუ ამერიკა და ამერიკელი ხალხი „დაშორდება უკრაინას და ზურგს აქცევს ისრაელს“, ეს ყველაფერი რისკის ქვეშ დადგება.