ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყვეს


ინალ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.
ინალ არძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყვეს ინფორმაცია „მინისტრის“ ინალ არძინბას გადადაგომის შესახებ.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე არძინბას გადადგომის შესახებ თითქმის ყველა აფხაზური საინფორმაციო რესურსი და რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" იუწყებოდა. დე ფაქტო უწყების თანამშრომელზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ თითქოს არძინბამ გუნდის წევრებს პოსტის დატოვებისა და რუსეთში დაბრუნების გადაწყტილების შესახებაც აცნობა.

დღეს, 5 სექტემბერს, ცნობილი გახდა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო, ე.წ. ვიცე-პრემიერის სერგეი პუსტოვალოვის გადადგომის შესახებ, რომელიც ამ პოსტს 2020 წლიდან იკავებდა.

ამასთან, ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია ჯანსუღ ნანბას, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის“ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ნანბას სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მეწარმე და საზოგადოებრივი პალატის წევრი, აბესალომ კვარჩია დაინიშნა.

XS
SM
MD
LG