ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პესკოვი განმარტავს, რატომ არ იღებს მოსკოვი გაეროს დახმარების შეთავაზებას


კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კახოვკის კაშხლის დარღვევით დაზიანებულ ტერიტორიებზე ევაკუაციის თაობაზე გაეროს მხრიდან დახმარების შეთავაზება უარყო. ამის მიზეზი კი "უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები" და "სხვა ნიუანსები" იყო.

გაერომ კვირას თქვა, რომ მოსკოვმა უარი უთხრა საერთაშორისო ორგანიზაციას დახმარების მიღებაზე. უკრაინის სამხრეთით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი მსხვერპლის რიცხვი იზრდება.

მოსკოვის კონტროლის ქვეშ არსებული კაშხლის ნაგებობის დაზიანების შემდეგ, უკრაინის სამხრეთში მასშტაბური ტერიტორია დაიტბორა. წყალში აღმოჩნდა როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მიერ კონტროლირებული დასახლებები, სასოფლო სამეურნეო მიწები თუ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ დახმარების მიღების მიმართულებით ბევრი პრობლემა იყო.

"როგორ უნდა გადაიკვეთოს კონტაქტის ხაზი (რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის) და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება? თქვენ იცით, რომ იქ გამუდმებული დაბომბვებია, გამუდმებული პროვოკაციები, სამოქალაქო ობიექტები და ადამიანები იბომბება, ხალხი იხოცება. ამიტომ იქ ძალიან ძნელია მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არსებობს ბევრი სხვა ნიუანსიც", - ამბობს კრემლის პრეს-სპიკერი.

XS
SM
MD
LG