ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მონტენეგროს არჩევნებში პროდასავულრმა პარტიამ გაიმარჯვა


მონტენეგროში კვირას გამართულ ვადამდელ არჩევნებში პროდასავლურმა პარტიამ - "მოძრაობა - ევროპა ახლა" გაიმარჯვა. ამის შესახებ ადგილობრივი "კვლევისა და მონიტორინგის ცენტრი" წინასაარჩევნო გამოკითხვებისა და საარჩევნო უბნებზე უკვე დაფიქსირებული შედეგების თანახმად აცხადებს. პარტიამ ხმების 25.6 % მიიღო.

მოძრაობა ევროკავშირის მომხრე პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ასევე უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურს მეზობელ სერბეთთან. პარტიამ ვერ მიიღო საკმარისი ხმები იმისთვის, რომ მთავრობა თავად დააკომპლექტოს, შესაბამისად, 81-წევრიან პარლამენტში მას მოკავშირეების ძებნა დასჭირდება.

"ეს დიდი გამარჯვებაა. ჩვენ ვისაუბრებთ ყველასთან, ვინც კი ჩვენს ღირებულებებს იზიარებს", - თქვა პარტიის სათავო ოფისში მილოიკო სპაჯიჩმა, პარტიის ლიდერმა.

არჩევნებში მეორე ადგილზე პროდასავლური "სოციალისტთა დემოკრატიული პარტიაა" და მისი მოკავშირე პატარა პარტიები, რომლებიც მონტენეგროს 1990-2020 წლის განმავლობაში მართავდნენ. მათ ამომრჩეველთა ხმების 23.7 % მიიღეს. კვლევითმა ორგანიზაციამ ეს მონაცემები მთელ ქვეყანაში 400 საარჩევნო უბანზე დაკვირვებით განაცხადა. პარლამენტში სავარაუდოდ 9 პარტია შევა. ხმების 14.7 % მონტენეგროს კონსერვატორთა ალიანსსმა მიიღო - "მონტენეგროს მომავლისთვის". ალიანსს სერბეთისა და რუსეთის მხარდამჭერი "დემოკრატიული ფრონტი" ლიდერობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ შედეგებს უახლოეს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG