ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა სადაზვერვო სატელიტის გაშვებას გეგმავს, რასაც იაპონია საფრთხედ აღიქვამს


ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ივნისში სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრს გაუშვებს, რომლის მიზანიც რეალურ დროში შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების სამხედრო გადაადგილებებზე დაკვირვება იქნება. ამის შესახებ ფხენიანის სახელმწიფო მედიამ 30 მაისს განაცხადა.

მუშათა პარტიის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე რი პიონგ ჩოლმა შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის მიერ ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაგმო. მისი შეფასებით, ეს ღიად გამოხატული "უგუნური ამბიციაა აგრესიისადმი".

გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ სამკვირიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს. წვრთნების ერთ-ერთი მიზანი ჩრდილოეთ კორეისთვის ერთობლივი ძალის ჩვენებაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ფხენიანმა საკუთარი რაკეტების გამოცდა და გაშვება გაახშირა.

ორშაბათს ფხენიანმა იაპონიის სანაპირო დაცვას აცნობა, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გეგმავს თანამგზავრის გაშვებას. იაპონიამ პასუხად განაცხადა, რომ სატელიტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იქნება.

შედეგად, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ სახმელეთო და საზღვაო ბალისტიკური რაკეტების აღმომჩენ დანაყოფებს ბრძანება მისცა ჩამოაგდონ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც მის ტერიტორიას საფრთხეს შეუქმნის.

იაპონიის ოფიციალური პირების თქმით, მოსალოდნელია, რომ სატელიტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებს გადაუფრენს, როგორც ეს 2016 წელს მოხდა, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ სადამკვირვებლო თანამგზავრი ორბიტაზე მოათავსა.

XS
SM
MD
LG